Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დააჯარიმეს ხელოვანი პიოტრ პავლენსკი, რომელიც ცნობილია შემაძრწუნებელი აქციებით


რუსეთში სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობიდან გაათავისუფლეს და დააჯარიმეს ხელოვანი პიოტრ პავლენსკი გასული წლის ნოემბერში მოსკოვში ჩატარებული პერფორმანსისათვის. 8 ნოემბრის ღამეს მან ცეცხლი წაუკიდა კა-გე-ბე-ს მემკვიდრე ორგანიზაციის, უშიშროების ფედერალური სამსახურის შტაბბინის კარს. ის მაშინვე დააკავეს. მოსკოვში სასამართლომ 8 ივნისს მას ნახევარი მილიონი რუბლის (7 700 დოლარის) ჯარიმა დააკისრა „კულტურის ძეგლის“ დაზიანებაში დამნაშავედ ცნობის შემდეგ. ამას გარდა, პავლენსკის ევალება 481 ათასი რუბლის გადახდა დაზიანებული კარისთვის. 31 წლის პიოტრ პავლენსკი ცნობილია შემაძრწუნებელი აქციებით, რომლებითაც ის აპროტესტებს რუსეთში პოლიტიკური თავისუფლების შეზღუდვას. ამ აქციებს შორის იყო ტუჩების ამოკერვა პანკი აქტივისტების მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის და საკუთარი ყურის ბიბილოს მოჭრა ფსიქიატრიულ კლინიკასთან.

XS
SM
MD
LG