Accessibility links

logo-print

დატბორილი საკრებულო გორში


გორში მოსულმა უხვმა ნალექმა მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა ქალაქში. დაიტბორა ქუჩები, სარდაფებში და პირველ სართულებზე წყალი შევარდა. მთელი დღის განმავლობაში სამაშველო სამსახურში უამრავი გამოძახება დაფიქსირდა. ამოიტუმბა წყალი სარდაფებიდან, სახლებიდან და მიწისქვეშა გადასასვლელებიდან. სტიქიამ გორის ადმინისტრაციული შენობაც დააზიანა. საკრებულოს ფლიგელში სახურავიდან წყალი ჩავიდა და ოთახები მესამედან პირველ სართულამდე ჩარეცხა, ერთ-ერთ ოთახში კი ჭერიც ჩამოინგრა. მერიის სამსახურები მიყენებულ ზარალს ითვლიან. (კადრები: ტელეკომპანია "რია", გოგა აფციაური. მონტაჟი - გიორგი გოგუა)

XS
SM
MD
LG