Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კონტრასიგნაციის წესით ხელი მოაწერა პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ 3 ივნისს გამოცემულ განკარგულებებს საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ. ორივე განკარგულება პრეზიდენტის ვებსაიტზე დღეს გამოქვეყნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია.

XS
SM
MD
LG