Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს ბრიუსელში


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმყოფება ბრიუსელში, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელს, დონალდ ტუსკს და ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანს. ბრიუსელში ვიზიტამდე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტრასბურგში შეხვდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიორნ იაგლანდს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, მარტინ შულცს და ევროპარლამენტის დეპუტატებს. ევროპარლამენტში შეხვედრების დღის წესრიგის უმთავრესი თემა იყო საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების აუცილებლობა.

XS
SM
MD
LG