Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში გაიხსნა მინისტერიალი „გარემო ევროპისთვის


ბათუმში გაიხსნა მინისტერიალი „გარემო ევროპისთვის,“ რომელშიც 56 ქვეყნის 600-მდე დელეგატი მონაწილეობს. მათ შორის არიან გარემოს დაცვისა და განათლების საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრები და ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფორუმის მონაწილეებს მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი განცხადებით, საქართველო აღიარებს გარემოს დაცვას, როგორც ადამიანის უფლებების განუყოფელ ნაწილს და სწორედ ამიტომ მთავრობამ პრიორიტეტად დაისახა გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სწორი გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავების ხელშესაწყობად საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებები აისახა ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტებში, როგორიცაა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რეგიონული განვითარების პროგრამა და სამოქმედო გეგმა და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ეკოლოგიური გამოწვევების მასშტაბებზე და განაცხადა, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.

XS
SM
MD
LG