Accessibility links

logo-print

სტოლტენბერგი: ნატოს ვარშავის სამიტზე კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს მხარდაჭერა


ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მომავალ თვეში ნატოს ვარშავის სამიტზე, კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს მხარდაჭერა, რაც იქნება საქართველოს მიმართ ალიანსის ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის დემონსტრირება. ამის შესახებ სტოლტენბერგმა განაცხადა ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე. „რასაკვირველია, ჩემთვის ნაადრევია იმის წინასწარ შეფასება, თუ რას გადაწყვეტენ სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელები, მაგრამ ვფიქრობ, რომ იდეა - ითქვას, რომ საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს, გაგრძელდეს საქართველოსათვის პრაქტიკული მხარდაჭერის გაწევა, როგორც ბოლო წლებში ხდებოდა, მაგრამ ამავე დროს აქცენტი გაკეთდეს „გაწევრიანების სამოქმედო გეგმის" მნიშვნელობაზე - არის მიდგომა, რომელიც ალიანსში ფართო მხარდაჭერით სარგებლობს“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, ნატოელი მოკავშირეები ამჟამად მსჯელობენ იმის შესახებ, თუ როგორ გაზარდონ ძალები შავ ზღვაში, რისი მიზეზიც არის იქ რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერება ყირიმის უკანონო ანექსიისა და ყირიმშივე სამხედრო აღჭურვილობის მნიშვნელოვნად გაზრდის ფონზე.

XS
SM
MD
LG