Accessibility links

logo-print

ავღანეთში თალიბებმა მოკლეს უშიშროების ძალების 12 წევრი


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, თალიბებმა მოკლეს უშიშროების ძალების 12 წევრი, რომლებიც მძევლად აიყვანეს ბოლოხანს ღაზნის პროვინციაში ავტობუსებზე თავდასხმების დროს. ეს თავდასხმები 3 და 5 ივნისს მოეწყო. ხოლო ყუნდუზის პროვინციაში პოლიცია აცხადებს, რომ თალიბებმა დღეს ამ პროვინციის დედაქალაქის მახლობლად, ავტოტრასაზე გააჩერეს ავტობუსი და იქაც დაატყვევეს მგზავრები - 40 ადამიანი. პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, მძევლად ჩავარდნას გადაურჩა შვიდი ადამიანი.

XS
SM
MD
LG