Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი მინისტრები დასავლეთს მოუწოდებენ "გაბედული" ნაბიჯებისაკენ ნატოში ქვეყნის მისაღებად


საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, თინა ხიდაშელი და მიხეილ ჯანელიძე დასავლეთს მოუწოდებენ „გაბედული“ ნაბიჯების გადადგმისაკენ, რომლებიც საჭიროა ნატოში გაწევრიანებისაკენ საქართველოს მისწრაფების მხარდასაჭერად და მოსკოვისთვის იმის საჩვენებლად, რომ ის არ განსაზღვრავს დღის წესრიგს. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა 8 ივნისს ვაშინგტონში ვიზიტისას გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს უსაფრთხოება ფუნდამენტური საკითხია ევროპაში უსაფრთხეობისათვის: „თქვენ უფრო უნდა იყო დაინტერესებული ნატოში ჩვენი მიღებით, ვიდრე საქართველოა. თქვენ საქართველო იმაზე კიდევ უფრო მეტად გჭირდებათ, ვიდრე ჩვენ დღეს გვჭირდება ნატოში გაწევრიანება. რატომ? იმიტომ, რომ საქართველო გაძლევთ შესაძლებლობას, დაუმტკიცოთ რუსეთს, რომ მას არა აქვს ვეტოს უფლება, რომ ის არ მართავს თქვენს პოლიტიკას, ის არ იღებს გადაწყვეტილებებს თქვენს მაგივრად. რადგან ამ დარბაზშიც და გარეთაც ყველამ იცის, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საქართველო აქამდე არ არის ნატოს წევრი - არის ის, რომ ეს რუსეთს არ სურს“, განაცხადა ხიდაშელმა ვაშინგტონში, ავტორიტეტიან კვლევით ცენტრ „ატლანტიკურ საბჭოში“ გამართულ შეხვედრაზე. ამავე დისკუსიის დროს, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ ნატოს მხოლოდ დადებითი შედეგები მოუტანა გაფართოებამ, მხოლოდ გაძლიერდა გაფართოების თითოეული ეტაპის შედეგად - და ასე იქნება საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაშიც.

XS
SM
MD
LG