Accessibility links

მოსკოვთან სამხედრო თვითმფრინავის ავარიის შედეგად მფრინავი დაიღუპა


რუსეთიდან იუწყებიან, რომ მოსკოვთან ჩამოვარდა სუხოი სუ-27 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი და ავარიის შედეგად მფრინავი დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავი, რომელიც რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების აერობატიკის ჯგუფს, „რუს რაინდებს“, მიეკუთვნებოდა, თავის ბაზაზე ბრუნდებოდა, როცა კატასტროფა განიცადა. დაწყებულია გამოძიება მომხდარის მიზეზების დასადეგნად. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სუხოი-27-ის საბრძოლო თვითმფრინავების ფრენა შეჩერებულია ავარიის მიზეზების დადგენამდე.

XS
SM
MD
LG