Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი "ცილისწამებას" უწოდებს დოპინგის შესახებ ახალ ბრალდებებს


კრემლი უარყოფს რუსეთის სპორტში ფართოდ გავრცელებული დოპინგის შესახებ ახალ ბრალდებებს, რომლებსაც ის „უსაფუძვლო ცილისწამებად“ მიიჩნევს. კრემლის პრესდივანმა დმიტრი პესკოვმა „30 ვერცხლისათვის მომუშავეები“ უწოდა რუს მამხილებლებს, რომლებმაც ხელი შეუწყეს რუსეთში დოპინგის პროგრამაზე ინფორმაციის გავრცელებას. 8 ივნისის საღამოს, გერმანიის საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველმა არხმა, ARD-მ აჩვენა ახალი დოკუმენტური ფილმი, რომელშიც უშუალოდ რუსეთის სპორტის მინისტრს, ვიტალი მუტკოს ადანაშაულებენ დოპინგის გამოყენების შემთხვევების მიჩქმალვაში. ფილმში ნაჩვენებია ასევე, რომ დოპინგის პროგრამაში მონაწილეობისათვის დისკვალიფიცირებული მწვრთნელები კვლავაც განაგრძობენ რუს სპორტსმენებთან მუშაობას. რუს მძლეოსნებს გასული წლის ნოემბრიდან აეკრძალათ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა და მომავალ კვირაში, 17 ივნისს მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, დაუშვებენ თუ არა რუს ათლეტებს წელს ზაფხულის ოლიმპიადაზე ბრაზილიაში.

XS
SM
MD
LG