Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ხუთი ქვეყანა მოგერინის მიმართავს საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე


ევროკავშირის ხუთი ქვეყნის - ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის - საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრები ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერს, ფედერიკა მოგერინის მოუწოდებენ, გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს ძალისხმევა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესასრულებლად და ევროკავშირმა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება: დათანხმდეს საქართველოს ვიზების ლიბერალიზაციაზე. ამის შესახებ ნათქვამია წერილობით მიმართვაში, რომელიც 9 ივნისს გაუგზავნეს მოგერინის, აგრეთვე ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრს და ნიდერლანდის მიგრაციის საკითხების მინისტრს ზემოხსენებული ხუთი ქვეყნის მინისტრებმა. ისინი გამოთქვამენ იმედს, რომ საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე შეთანხმების მიღწევა მოხერხდება 10 ივნისს, ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. ამასთან მინისტრები მადლობას უხდიან წერილის ადრესატებს იმისათვის, რომ დააკმაყოფილეს თხოვნა, რომელიც ეხებოდა საქართველოს საკითხის შეტანას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 20 ივნისის შეხვედრის დღის წესრიგში. ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებს იმედი აქვთ, რომ 20 ივნისს მაინც მოხერხდება საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე შეთანხმება, თუ მას 10 ივნისს ვერ მიაღწევენ.

XS
SM
MD
LG