Accessibility links

ქალის უფლებებთან დაკავშირებული შიშები


მცდელობას მკაცრი პასუხი გაეცეს ქალებზე ძალადობას და ამ მიზნით „სისხლის სამართლის კოდექსში“ ფემიციდის ( გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობა) ცალკე მუხლად შეტანას საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. პოლიტიკოსთა და სასულიერო პირთა ერთი ნაწილი ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოდის. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოში ოჯახში ქალზე ძალადობის პრობლემა სულაც არ დგას მწვავედ, რომ მათი უფლებები დაცულია, რომ ხელოვნურად ხდება საზოგადოების „გენდერიზაცია". "გენდერული ამბების" სტუმრები ანა არგანაშვილი, წარმომადგენელი ორგანიზაციისა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“, და ბლოგერი თამარ კარელიძე საპირისპიროს ამტკიცებენ და სქესის ან სხვა ნიშნის მიხედვით ძალადობის, დისკრიმინაციის დაუშვებლობის მნიშვნელობაზე ლაპარაკობენ. გადაცემას მზია ფარესიშვილი უძღვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG