Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში 23 ადამიანი დაიღუპა ორი აფეთქების შედეგად


ერაყში, სულ ცოტა, 23 ადამიანი დაიღუპა ბაღდადში და მის მახლობლად ორი აფეთქების შედეგად. პოლიციის ცნობით, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა ბაღდადის რაიონში, რომელშიც უმეტესწილად შიიტები ცხოვრობენ, დაიღუპა 15 და დაიჭრა 30-ზე მეტი ადამიანი. ხოლო ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ თაჯიში ასევე თვითმკვლელმა მოაწყო იერიში არმიის ბლოკ-საგუშაგოზე. დაიღუპა, სულ ცოტა, შვიდი და დაიჭრა 18 ადამიანი. ძალადობაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა.

XS
SM
MD
LG