საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილ არცერთ კანდიდატს. მოსამართლედ არჩევისთვის საჭირო იყო, სულ მცირე, 76 დეპუტატის ხმა, რომელიც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. პრეზიდენტის მიერ წარდგენილნი იყვნენ ანა დოლიძის, თამარ ლალიაშვილის და ნონა თოდუას კანდიდატურები.
ყველაზე პოპულარული
1