Accessibility links

logo-print

ყაზახეთში მოკლეს ტერორიზმში ეჭვმიტანილი ხუთი პირი


ყაზახეთის ქალაქ აქტობეში სპეცოპერაციის მოკლეს დროს ტერორიზმში ეჭვმიტანილი ხუთი პირი. ოთხი ეჭვმიტანილი ერთ-ერთ ბინაში მაშინ მოკლეს, როცამათ უარი თქვეს დანებებაზე და სროლა დაიწყეს. მათი სავარაუდო თანამზრახველი ქალაქის სხვა უბანში მოკლეს, როცა ის პოლიციის მანქანას ცეცხლის გახსნას უპირებდა. ყაზახეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მისმა ორი თანამშრომელი სროლის დროს მსუბუქად დაშავდა. რუსეთის საზღვრის მახლობლად მდებარე ამ ქალაქში 5 ივნისს ათეულობით პირი დაესხა თავს იარაღის მაღაზიებსა და სამხედრო ბაზას. ხელისუფლებამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა. თავდასხმისას მოკლულ იქნა ოთხი სამოქალაქო პირი და უსაფრთხების სამსახურის ერთი თანამშრომელი.

XS
SM
MD
LG