Accessibility links

logo-print

რუსეთი აპირებს პასუხი გასცეს აშშ-ის სამხედრო ხომალდის შავ ზღვაში შესვლას


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, მოსკოვი პასუხს გასცემს აშშ-ის სამხედრო ხომალდის შესვლას შავ ზღვაში დაუზუსტებელი მიზნით. ესმინეცი „პორტერი“ 6 ივნისს შევიდა შავ ზღვაში, როგორც აშშ-ის საზღვაო ფლოტი იტყობინება, გეგმიერი განთავსებით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლის, ანდრეი კელინის თქმით, ეს აქტი მოხდა მოსკოვის თანხმობის გარეშე და რა თქმა უნდა ამას საპასუხო ნაბიჯი მოჰყვება. კელინის თქმით, აშშ-ის მიერ ავიამზიდების განთავსება ხმელთაშუა ზღვაში იყო ძალის ჩვენება, რამაც კიდევ უფრო გაართულა უკრაინასა და ყირიმში მოსკოვის ქმედების გამო გაცივებული ურთიერთობა რუსეთსა და აშშ-ს შორის. მისი აზრით, ეს კეთდება ნატოს ვარშავის სამიტის წინ, ვითარება კიდევ უფრო დაიძაბოს.

XS
SM
MD
LG