Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქებამ მეჩეთის იმამი მოკლა


ავღანეთის ერთ-ერთი სოფლის მეჩეთში, პარასკევის ლოცვის შემდეგ, მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიხოცა. დაშავებულთა რიცხვი 40-ს აღწევს. ინციდენტი ნანგარჰარის პროვინციაში მოხდა. დახოცილთა შორის მეჩეთის იმამიც არის. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, მომხდარი ტერორისტული აქტია.

XS
SM
MD
LG