Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევრო 2016"-ის გახსნის მატჩში საფრანგეთმა სძლია რუმინეთს


საფრანგეთში სტარტი აიღო ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატმა, რომელსაც უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები ახლავს. ტურნირი დაიწყო პარიზში, საფრანგეთისა და რუმინეთის ეროვნული ნაკრები გუნდების შეხვედრით, რომელშიც გაიმარჯვეს მასპინძლებმა - 2:1. მთელს საფრანგეთში, სადაც ჩემპიონატის მატჩები 10 ქალაქში გაიმართება, უსაფრთხოებაზე ზრუნავს 90 ათასამდე პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე და კერძო ფირმების თანამშრომელი. ასპარეზობა 10 ივლისამდე გასტანს.

XS
SM
MD
LG