Accessibility links

logo-print

აშშ-მა და საფრანგეთმა სირიის მთავრობას ბრალი დასდეს ალყაშემორტყმულ ქალაქ დარაიას დაბომბვაში


აშშ-მა და საფრანგეთმა სირიის მთავრობას ბრალი დასდეს ალყაშემორტყმულ ქალაქ დარაიას დაბომბვაში იქ მოშიმშილე ხალხისთვის სურსათის ჩატანის შემდეგ. დარაიაში ჰუმანიტარული ბადრაგი 9 ივნისს საღამოს ჩავიდა - პირველად რამდენიმე წლის განმავლობაში. მოსახლეთა და მეთვალყურეთა თქმით, სირიის მთავრობამ უკვე 10 ივნისს დილით დაიწყო ქალაქის დაბომბვა და ჰუმანიტარული დახმარების განაწილებისთვის ხელის შეშლა. დარაიაში ავტომანქანების კოლონა ჩავიდა გაეროსა და სირიის მთავრობას შორის შეთანხმების საფუძველზე. დამასკი დათანხმდა, სურსათი მიეწოდოს ქვეყნის 19 ალყაშემორტყმული ქალაქიდან და რაიონიდან 15-ს.

XS
SM
MD
LG