Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო საფონდო ბირჟებზე უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში ყველაზე უარესი ვარდნა აღინიშნება


მსოფლიო საფონდო ბირჟებზე უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში ყველაზე უარესი ვარდნა აღინიშნება, რის მიზეზადაც ასახელებენ შიშებს იმის თაობაზე, რომ დიდმა ბრიტანეთმა მალე შეიძლება რეფერენდუმში მხარი დაუჭიროს ევროპის კავშირიდან გასვლას, რასაც მსოფლიო ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია. ევროპული ინდექსი FTSEurofirst 300 ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა უკანასკნელი ოთხი კვირის განმავლობაში, აშშ-ის აქციების ინდექსები კი დაახლოებით 1%-ით დაეცა. ინდექსი MSCI 1,4%-ით დაეცა, რაც მისი ყველაზე უარესი მაჩვენებელია თებერვლის შემდეგ. მსოფლიო ლიდერებმა გააფრთხილეს დიდი ბრიტანეთი, რომ ევროკავშირის დატოვება ბაზრებზე არეულობას მისცემს ბიძგს და ამან პირველ რიგში თავად ბრიტანეთს შეიძლება მიაყენოს ზიანი, მაგრამ ასევე ჯაჭვური რეაქცია შეიძლება ჰქონდეს მსოფლიო ეკონომიკაზე.

XS
SM
MD
LG