Accessibility links

logo-print

მოლდავეთის პრეზიდენტმა ევროკავშირს მოუწოდა, შეინარჩუნოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები


მოლდავეთის პრეზიდენტმა ნიკოლაე ტიმოფტიმ ევროპის კავშირს მოუწოდა, შეინარჩუნოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები. მისი თქმით, მოლდავეთის დნესტრისპირეთის რეგიონი კრემლის „პირველი ექსპერიმენტი“ იყო სეპარატისტული კონფლიქტისთვის ხელის შეწყობის თვალსაზრისით. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ ბოჰუსლავ სობოტკასთან შეხვედრაზე ტიმოფტიმ აღნიშნა, რომ უკრაინის კრიზისამდე ბევრად ადრე, რასაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მოჰყვა, მოსკოვი დახმარებას უწევდა დნესტრისპირელ სეპარატისტებს, რომლებმაც 1990 წელს გამოაცხადეს მოლდავეთისგან დამოუკიდებლობა. ტიმოფტიმ ხაზი გაუსვა დნესტრისპირეთიდან რუსეთის ჯარებისა და შეიარაღების გაყვანის აუცილებლობას, რაც 1999 წლის შეთანხმებითაა გათვალისწინებული.

XS
SM
MD
LG