Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში მიმდინარეობს ელისაბედ II-ის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები


ლონდონში მიმდინარეობს დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები. დღესასწაული სამ დღეს გასტანს. საზეიმო ღონისძიებები პარასკევს დაიწყო ლონდონში წმიდა პავლეს ტაძარში. მას სამეფო ოჯახი ესწრებოდა. დედოფალი ელისაბედ II 1926 წლის 21 აპრილს დაიბადა. ტრადიციის მიხედვით, მის დაბადების დღეს ორჯერ ზეიმობენ, პირველად - თავად დაბადების დღეზე და მეორეჯერ - ივნისში.

XS
SM
MD
LG