Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარსელში მესამე დღეა, გრძელდება შეტაკებები რუსეთისა და ინგლისის ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის


მარსელში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე რუსეთისა და ინგლისის გუნდებს შორის შეხვედრის წინ მესამე დღეა, გრძელდება შეტაკებები ორი ქვეყნის ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის. დაშავებულია, სულ მცირე, ხუთი ადამიანი. რუსი ფანატების მიერ სასტიკად ნაცემი 50 წლის ინგლისელი გულშემატკივარი კრიტიკულ მდგომარეობაშია. რამდენიმე ადამიანი დააკავეს. პოლიცია ცრემლმდენ გაზს იყენებს. ქალაქში, სადაც 70 ათასამდე ინგლისელი და 20 ათასი რუსი გულშემატკივარი ჩავიდა, ათასამდე პოლიციელია მობილიზებული.

XS
SM
MD
LG