Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის ხელისუფლებამ კიდევ ორი პირი დააკავა ქალაქ აქტობეს ტერორისტულ თავდასხმებთან დაკავშირებით


ყაზახეთის ხელისუფლებამ კიდევ ორი პირი დააკავა ქალაქ აქტობეს ტერორისტულ თავდასხმებთან დაკავშირებით. ყაზახეთის უშიშროების სამსახურების თანახმად, უკანასკნელი ოპერაცია განხორციელდა ექვს დღეში მას მერე, რაც 5 ივნისს ათობით შეიარაღებულმა პირმა იერიში მიიტანა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, რუსეთის საზღვართან, მდებარე ქალაქზე. ყაზახეთის ხელისუფლებამ 6 ივნისს დაიწყო კონტრტერორისტული ოპერაცია, რომლის შედეგადაც მოკლულია ხუთი სავარაუდო მეამბოხე და, ამგვარად, აქტობეში მომხდარი ტერაქტების მსხვერპლის საერთო რიცხვმა, თავდამსხმელთა ჩათვლით, 25-ს მიაღწია.

XS
SM
MD
LG