Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში გეი-კლუბზე თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და 53 დაიჭრა


აშშ-ის შტატ ფლორიდაში, ქალაქ ორლანდოს ერთ-ერთ ღამის გეი-კლუბში სროლის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და 53 დაიჭრა.მამაკაცი, რომელმაც დაიწყო სროლა და მძევლები აიყვანა ღამის კლუბში, მოკლულია. მისი სახელია ომარ მატინი. პოლიციის ცნობით, ის შეიარაღებული იყო შაშხანითა და პისტოლეტით, ასევე მოეპოვებოდა საეჭვო მოწყობილობა. გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლის თქმით, მასობრივი მკვლელობა გამოძიებულ იქნება, როგორც ტერაქტი. ვარაუდობენ, რომ მომხდარს კავშირი შეიძლება ჰქონდეს რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებებთან. სროლა დაიწყო დაახლოებით ღამის ორ საათზე ადგილობრივი დროით. დილის ხუთი საათისთვის პოლიციამ მძევალთა განთავისუფლების ოპერაცია დაიწყო. სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებმა კონტროლირებადი აფეთქება განახორციელეს.

XS
SM
MD
LG