Accessibility links

კიევი და უკრაინელი სეპარატისტები ერთმანეთს ადანაშაულებენ ზავის დარღვევაში


კიევი და უკრაინელი სეპარატისტები ერთმანეთს ადანაშაულებენ დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში. უკრაინელ სამხედროთა თანახმად, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეომრებმა შაბათს ღამით დაახლოებით 800-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი მათს პოზიციებს. თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში აცხადებენ, რომ სამთავრობო ჯარებმა 600-ზე უფრო მეტჯერ გახსნეს ცეცხლი მათი მიმართულებით. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ალექსანდრ მოტუზიანიკი იტყობინება, რომ უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის 12 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. მისი სიტყვებით, არტილერიის გამოყენებით მიმდინარეობდა ბრძოლები დონეცკის, მარიუპოლისა და ლუგანსკის რეგიონებში. სეპარატისტების ცნობით, დაღუპულია მათი ოთხი მეომარი.

XS
SM
MD
LG