Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა დაგმო კანადის სასამართლოს განჩინება კანადაში ირანის არადიპლომატიური ქონების თაობაზე


ირანმა დაგმო კანადის სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმადაც, კანადაში თეირანის არადიპლომატიური ქონება უნდა გადაეცეს პალესტინელთან ისლამისტური მოძრაობა ჰამასისა და ლიბანში მოქმედი გასამხედროებული ორგანიზაცია ჰისბოლას მიერ განხორციელებული თავდასხმების მსხვერპლთ. ორივე დაჯგუფებას ირანი უწევს დახმარებას. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანადის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. კანადის სასამართლომ 10 ივნისს დაადგინა, რომ დაახლოებით 13 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის ქონება უნდა გადაეცეთ იმ ამერიკულ ოჯახებს, რომელთა ნათესავები ჰამასისა და ჰისბოლას თავდასხმებს ემსხვერპლნენ 1983-2002 წლებში.

XS
SM
MD
LG