Accessibility links

logo-print

სტოკჰოლმის ინსტიტუტი: ბირთვული არსენალი ნელ-ნელა მცირდება


შვედეთში მდებარე სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევითი ცენტრის (SIRI) თანახმად, მსოფლიოს უდიდესი ბირთვული სახელმწიფოები, აშშ-ი და რუსეთი ნელი ტემპით ამცირებენ ბირთვულ იარაღს და ამასთან ბირთვული წარმოების მოდერნიზებას ახდენენ. 13 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად 2016 წლის დასაწყისისათვის ცხრა ბირთვულ სახელმწიფოში 455-ით ნაკლები ბირთვული ქობინი იყო, ვიდრე გასულ წელს. აშშ-ს, რუსეთს, ბრიტანეთს, ჩინეთს, ინდოეთს, პაკისტანს, ისრაელსა და ჩრდილოეთ კორეას მთლიანობაში 15.395 ბირთვულ ქობინი აქვთ. მათ შორის 4120 საბრძოლო მდგომარეობაში იმყოფება. სტოკჰოლმის ინსტიტუტის თანახმად რუსეთი ფლობს 7290 ბირთვულ ქობინს, აშშ-ი - 7000. შემდეგ მოდიან საფრანგეთი - 300 და ჩინეთი -260 ბირთვული იარაღით.

XS
SM
MD
LG