Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი წელი გავიდა თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურებიდან


ერთი წელი სრულდება თბილისსა და მის შემოგარენში მომხდარი სტიქიური უბედურებიდან, რომელსაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება ორი ადამიანი. ძლიერი წვიმის შედეგად, 2015 წლის 13 ივნისს, ღამით, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ვერე, რომელმაც დაანგრია არაერთი საცხოვრებელი სახლი, თბილისის ზოოპარკი, ცხოველთა თავშესაფარი, კერძო და სახელმწიფო დაწესებულებები და სერიოზული ზიანი მიაყენა ინფრასტრუქტურას. სტიქიით გამოწვეულმა ზარალმა 100 მილიონი ლარი შეადგინა. დღეს, 23 საათზე გაიხსენებენ სტიქიური უბედურებისას დაღუპულებს, მათ პატივსაცემად მდინარე ვერეს ხეობაში დარგულ ხეებთან. 2015 წლის 13 ივნისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მაშველის, ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭება თბილისის ერთ-ერთ ქუჩას. ცერემონია საღამოს ხუთ საათზე გაიმართება. ოფიციალური ინფორმაციით, მაშველმა ზურაბ მუზაშვილმა თავისი სიცოცხლის ფასად რვა ადამიანი გადაარჩინა. საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა და მხარი დაუჭირა შსს-ს ინიციატივას, რომლის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების ოჯახების მსგავსად, დაღუპული მაშველების და მეხანძრე-მაშველების ოჯახები ერთჯერადად მიიღებენ 100 ათას ლარს და ყოველთვიური 1000 ლარიანი შემწეობაც დაენიშნებათ.

XS
SM
MD
LG