Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ზოოპარკმა საჩუქრად მიიღო 45 ცხოველი


თბილისის ზოოპარკმა წყალდიდობიდან ერთი წლისთავზე საჩუქრად მიიღო 45 ცხოველი. ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 20 ჰამადრილი, 24 დეგუ და 1 ინდური მაჩვზღარბა თბილისს აჩუქეს ბელგიისა და ნიდერლანდის ზოოპარკებმა. წელს, ზაფხულსა და შემოდგომაზე თბილისის ზოოპარკი მიიღებს კიდევ 55 ახალ ბინადარს. შარშანდელ წყალდიდობამდე თბილისის ზოოლოგიურ პარკში ბინადრობდა 1155 ინდივიდი, რომელთაგან 281 ცხოველი დაიღუპა. დღეს დილიდან ზოოპარკში მიმდინარეობს საქველმოქმედო აქციები, რომელთა შედეგად მიღებული თანხა გადაირიცხება ზოოპარკის და ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფრის დახმარების ფონდებში.

XS
SM
MD
LG