Accessibility links

ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე შეტაკებას ერთი ჯარისკაცი ემსხვერპლა


სულ მცირე ერთი სამხედრო პირი დაიღუპა, პაკისტანელ და ავღანელ ჯარისკაცებს შორის ხაიბერის გასასვლელში მომხდარი შეტაკების დროს. ავღანეთის ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენლის ინფორმაციით, შეტაკების დროს დაიჭრა ექვსი ავღანელი ჯარისკაცი. პაკისტანი თავის მხრივ ერთი ჯარისკაცის დაჭრის შესახებ იუწყება. სასაზღვრო ინცინდენტს გამოეხმაურა ავღანეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა აბდულა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ მომხდარი ვერ გამოუთხრის ძირს ორ ქვეყანას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას. ავღანეთ-პაკისტანს შორის სადაოდ რჩება 2200 კილომეტრის სიგრძის საზღვარი, რომელიც მთიან მასივში გადის.

XS
SM
MD
LG