Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პროკურატურა რუსეთის გუნდის ფანატებს „მომზადებულ მოძალადეებს“ უწოდებს


საფრანგეთის ქალაქ მარსელის მთავარმა პროკურორმა „განსაკუთრებულად კარგად მომზადებული მოძალადეები“ უწოდა რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ფანატებს, რომლებმაც ამას წინათ სასტიკად სცემეს ინგლისელი გულშემატკივრები. პროკურორ ბრაის რობინის თქმით, მარსელში იმყოფება 150 რუსი ფეხბურთის გულშემატკივარი, რომლებიც სინამდვილეში „ულტრა ფაშისტი და ულტრა მოძალადე“ხულიგნები არიან. მარსელში 11 ივნისს, ორი ქვეყნის გუნდებს შორის მატჩამდე მათი გულშემატკივრების შეტაკების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი - 50 წლის მამაკაცი დიდი ბრიტანეთიდან - საავადმყოფოში მოათავსეს, იგი კრიტიკულ მდგომარეობაშია. არეულობის შესაწყვეტად პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა, უეფამ, რუსეთის გუნდის გულშემატკივრების მიმართ დისციპლინარული საქმე აღძრა ინგლისის ნაკრების გულშემატკივრებთან შეტაკების შემდეგ. როგორც ასოშიეიტედ პრესი იტყობინება, საქმე აღიძრა რასიზმის, მასობრივ არეულობებში მონაწილეობისა და პიროტექნიკის გამოყენებისთვის. ინგლისელ გულშემატკივართა მიმართ უეფას საქმე არ აღუძრავს.

XS
SM
MD
LG