Accessibility links

logo-print

პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში ნატოს ოთხი ბატალიონი განლაგდება


ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსმა გადაწყვიტა 4 მრავალეროვნული ბატალიონის გაგზავნა პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რაც აძლიერებს მათ თავდაცვა და აჩვენებს, რომ ნატო მზად არის „მოკავშირეების დასაცავად“. სტოლტენბერგის თანახმად, ამ ქვეყნებში საბრძოლო ბატალიონები როტაციის პრინციპით განლაგდებიან და არა მუდმივი ბაზირების საფუძველზე. ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნები - ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და პოლონეთი შეშფოთებული არიან რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიითა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერით. ნატოს წარმომადგენელთა თქმით, იგეგმება 4000 კაციანი ქვედანაყოფის გაშლა. აშშ-მა, ბრიტანეთმა და გერმანიამ იკისრეს ვალდებულება იყვნენ ე.წ. „საბაზისო ქვეყნები“ ამ ბატალიონებისათვის.

XS
SM
MD
LG