Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: არ არსებობს მტკიცებულება, რომ თავდამსხმელი ექსტრემისტების მითითებით მოქმედებდა


აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამასგანცხადებით, არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება, რომ შეიარაღებული პირი, რომელმაც 49 ადამიანი დახოცა ფლორიდის შტატში, ორლანდოს გეი-კლუბში მოწყობილი თავდასხმისას, რომელიმე ექსტრემისტული ორგანიზაციის მითითებით მოქმედებდა. ობამას ინფორმაციით, ომარ მატინი - შეერთებული შტატების მოქალაქე, წარმოშობით ავღანელი, რომელიც სამართალდამცველებმა თავდამსხმელად დაასახელეს - სავარაუდოდ, ექსტრემისტების ზეგავლენის ქვეშ იყო, მაგრამ არაფერი ადასტურებს იმას, რომ ექსტრემისტების მითითებით მოქმედებდა, ან უფრო მასშტაბური გეგმის ნაწილი იყო. „ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ, არის ამ ტიპის პროპაგანდა და ისლამის დამახინჯება, რომელსაც ვხედავთ, რომ ინტერნეტში ვრცელდება და აქვს უნარი, შეაღწიოს პრობლემების მქონე ადამიანების, ან სუსტი ადამიანების ცნობიერებაში და მათ გაუჩნდეთ მოტივაცია, იმოქმედონ სხვა ადამიანების წინააღმდეგ აქ, შეერთებულ შტატებში და სხვაგანაც მსოფლიოში, რაც ტრაგედიას იწვევს“, - განაცხადა ობამამ ვაშინგტონში. თავდასხმაში ბრალდებული ომარ მატინი პოლიციელებმა მოკლეს მას შემდეგ, რაც ბარში შეიჭრნენ იქ სროლის დაწყებიდან სამი საათის შემდეგ. ექსტრემისტების გაერთიანება ისლამური სახელმწიფო აცხადებს, რომ ომარ მატინი მისი ერთ-ერთი „ჯარისკაცი“ იყო. ორლანდოში თავდასხმას აშშ-ში ასეთი ინციდენტებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა.

XS
SM
MD
LG