Accessibility links

logo-print

ნატოს მინისტერიალზე იმსჯელებენ საქართველოსათვის დამატებითი დახმარების საკითხზეც


ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, 14-15 ივნისს ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობაც. ამის შესახებ სტოლტენბერგმა განაცხადა ბრშიუსელში 13 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე: „სტაბილურობაზე ზრუნვა ასევე მნიშვნელოვანია ჩვენს აღმოსავლეთ სამეზობლოში. ამიტომ განვიხილავთ უკრაინისა და საქართველოსათვის დამატებითი დახმარების შესაძლებლობებს“. ამავე გამოსვლის დროს, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსმა გადაწყვიტა ოთხი მრავალეროვნული ბატალიონის გაგზავნა პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რაც აძლიერებს მათ თავდაცვას და აჩვენებს, რომ ნატო მზად არის „მოკავშირეების დასაცავად“. სტოლტენბერგის თანახმად, ამ ქვეყნებში საბრძოლო ბატალიონები როტაციის პრინციპით განლაგდებიან და არა მუდმივი ბაზირების საფუძველზე. ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნები - ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და პოლონეთი - შეშფოთებული არიან რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიითა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერით. ნატოს წარმომადგენელთა თქმით, იგეგმება 4000-კაციანი ქვედანაყოფის გაშლა. აშშ-მა, ბრიტანეთმა და გერმანიამ იკისრეს ვალდებულება იყვნენ ე.წ. „საბაზისო ქვეყნები“ ამ ბატალიონებისათვის.

XS
SM
MD
LG