Accessibility links

ბოსნიელი მუსლიმების ლიდერმა პატივი მიაგო სარაევოში დაღუპული სერბების ხსოვნას


ბოსნიელი მუსლიმების ლიდერმა, ბაკირ იზეტბეგოვიჩმა, პატივი მიაგო ათობით სერბ სამოქალაქო პირს, რომელიც სარაევოში მოკლეს 1992-95 წლებში ბოსნიის ომის დროს. იზეტბეგოვიჩი მივიდა სარაევოში, კაზანის მაღლობზე, სადაც სულ ცოტა 30 სერბი დახოცეს ბოსნიელი მუსლიმების გასამხედროებული ჯგუფის წევრებმა. ეს იყო ბოსნიელი მუსლიმების ლიდერის პირველი ვიზიტი კაზანზე ამ ადგილას. ის იზეტბეგოვიჩმა ყვავილებით შეამკო. სარაევოს ალყის დროს 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და დაიკარგა. სულ ბოსნიის ომმა 100 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

XS
SM
MD
LG