Accessibility links

logo-print

უეფამ 165 ათასი დოლარით დააჯარიმა რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია


უეფამ 165 ათასი დოლარით დააჯარიმა რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია საფრანგეთში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე გულშემატკივრების ძალადობისათვის და გააფრთხილა ის, რომ გულშემატკივრების მხრიდან კანონის მორიგ დარღვევას რუსეთის ნაკრების დისკვალიფიკაცია მოჰყვება. ეს გადაწყვეტილება მიიღეს პარიზში უეფას დისციპლინარული კომიტეტის 14 ივნისის სხდომაზე. დისკვალიფიკაცია ამოქმედდება, თუ „მსგავსი ინციდენტები მოხდება სტადიონზე“ რუსეთის ნაკრების დარჩენილი მატჩების დროს. შემდეგ შეხვედრას რუსეთის ნაკრები 15 ივნისს სლოვაკეთის გუნდთან გამართავს. რუსი გულშემატკივრები ინგლისის გუნდის მხარდამჭერებს დაუპირისპირდნენ 11 ივნისს მარსელში ორი ქვეყნის ეროვნული გუნდების მატჩის დაწყებამდე, ხოლო მატჩის შემდეგ რუსები სტადიონზევე თავს დაესხნენ ინგლისელებს. მოგვიანებით დაპირისპირება ქალაქშიც გაგრძელდა. დაშავდა, სულ ცოტა, 35 ადამიანი, უმეტესწილად ბრიტანელები. ერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია და საავადმყოფოში რჩება. 12 ივნისს ფეხბურთის 10 გულშემატკივარს, მათ შორის ექვს ბრიტანელს, შეუფარდეს სხვადასხვა სახის სასჯელი მასრელში ძალადობაში მონაწილეობისათვის.

XS
SM
MD
LG