Accessibility links

logo-print

რუსეთისა და საქართველოს ეკლესიები უარს ამბობენ მსოფლიო კრებაში მონაწილეობაზე


რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიები არ მიიღებენ მონაწილეობას მსოფლიო საეკლესიო კრებაში, რომელიც 17 -26 ივნისს გაიმართება საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე. საქართველოს მართლმამდიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გამოაცხადა, რომ მისი ეკლესია კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან ჯერ ეკლესიებს შორის ერთიანობა უნდა იქნეს მიღწეული. ხოლო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის განმარტებით, ის გამოდის მოწოდებით, გადაიდოს მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების კრება, რადგან მიზანშეწონილი იქნებოდა მისი უკეთ მომზადება. მართლმადიდებელ ეკლესიებს მსოფლიო კრება არ გაუმართავთ მას შემდეგ, რაც 1054 წელს ქრისტიანული სამყარო კათოლიკურ და მათლმადიდებელ ეკლესიებად გაიყო. ამ, „დიდი სქიზმის“ შემდეგ კათოლიკეებმა 14 მსოფლიო კრება მოიწვიეს, მართლმადიდებლებმა კი არც ერთი. ბოლო, რიგით მეშვიდე საეკლესიო კრება 787 წელს გაიმართა. რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების გარდა, კრეტაში წარმომადგენლების გაგზავნას არ აპირებენ არც ბულგარეთის, ანტიოქიისა და სერბიის მართლმადიდებელი ეკლესიები. ამ გადაწყვეტილებების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, საკუთრივ, კრების ჩატარება, რომლის ორგანიზატორიც არის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელი, პატრიარქი ბართლომე

XS
SM
MD
LG