Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დაპატიმრებული ორი უკრაინელი სამშობლოში ბრუნდება


უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ორი უკრაინელი, რომელიც რუსეთში იყო დაპატიმრებული, თვითმფრინავით ბრუნდება სამშობლოში. პოროშენკომ დღეს „ტვიტერზე“ დაწერა, რომ იური სალოშენკო და გენადი აფანასიევი მალე ჩავლენ უკრაინაში. ვარაუდობენ, რომ ისინი გაცვალეს უკრაინაში დაკავებულ რუს მოქალაქეებში, მაგრამ ცნობებში არ არის ნათქვამი, რომლებში. გენადი აფანასიევს რუსეთში 2015 წლის აპრილში ტერორიზმის ბრალდებით მიუსაჯეს შვიდი წლით პატიმრობა, ხოლო იური სოლოშენკოს - შარშან შეუფარდეს ექვსი წლით პატიმრობა ჯაშუშობაში ბრალდების გამო. გასულ თვეში უკრაინამ რუსეთში გააგზავნა ორი რუსი სამხედრო პირი, რათა კიევში დაებრუნებინა უკრაინელი სამხედრო მფრინავი ნადია სავჩენკო.

XS
SM
MD
LG