Accessibility links

logo-print

საფრანგეთში ისლამისტმა თავდამსხმელმა მოკლა პოლიციის ორი თანამშრომელი


საფრანგეთში პოლიციის ორი თანამშრომელი მოკლა დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა, რომელიც თავს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერად მოიხსენიებდა. პოლიციის მაღალჩინოსანი და მისი მეგობარი ქალი - ისიც პოლიციის მაღალი რანგის თანამშრომელი - 13 ივნისის საღამოს მოკლეს შინ, პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში. პოლიციამ შეძლო მათი სამი წლის შვილის გადარჩენა, როცა განახორციელა იერიში თავდამსხმელის გასანეიტრალებლად და მოკლა ის. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმა მოაწყო 25 წლის ლაროსი აბბალამ და მან პოლიციასთან საუბრისას თქვა, რომ მოქმედებდა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მოწოდების შესაბამისად.

XS
SM
MD
LG