Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ და რუსეთმა ისევ გაცვალეს პატიმრები


უკრაინამ და რუსეთმა ისევ გაცვალეს პატიმრები, რაც მეორედ მოხდა ერთი თვის განმავლობაში. რუსეთში დაპატიმრებული ორი უკრაინელი, რომელიც ჯაშუშობისა და ტერორიზმის ბრალდებით იყო გასამართლებული, სამშობლოში დაბრუნდა. ხოლო მათ ნაცვლად რუსეთს გადასცეს უკრაინის ორი მოქალაქე, ბრალდებული პრორუსული სეპარატიზმის მხარდაჭერისათვის. უკრაინაში დაბრუნებულებიდან ერთ-ერთია 25 წლის გენადი აფანასიევი, ყირიმელი ფოტოგრაფი, რომელიც დააპატიმრეს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან რამდენიმე თვეში. მას შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ ტერაქტის მზადებაში ბრალდების საფუძველზე. ის და მასთან ერთად გათავისუფლებული მეორე უკრაინელი პატიმარი, 73 წლის იური სოლოშენკო, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეიწყალა. 14 ივნისს პატიმრების გაცვლა თითქმის სამ კვირაში მოჰყვა უკრაინელი სამხედრო მფრინავის, ნადია სავჩენკოს გათავისუფლებას რუსეთის ციხეში გატარებული თითქმის ორი წლის შემდეგ. მის ნაცვლად, უკრაინამ რუსეთს გადასცა ამ ქვეყნის ორი მოქალაქე, რომელსაც პატიმრობა ჰქონდა მისჯილი აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარეს ბრძოლისათვის.

XS
SM
MD
LG