Accessibility links

logo-print

ნატოს თავდაცვის მინისტრები აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ


რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის გამო, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები 14 ივნისს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე დამატებითი თავდაცვითი ძალების განლაგების თაობაზე შეთანხმდნენ. ჟურნალისტებთან საუბარში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მინისტრები შეთანხმდნენ ძლიერ საერთაშორისო ბატალიონების გაგზავნაზე ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში. მინისტრებმა მისაღებად მიიჩნიეს ბუქარესტის შემოთავაზება, რუმინეთში განლაგდეს მრავალეროვნული ქვედანაყოფი, რომელიც რეგიონში ნატოს სამხედრო მოქმედებების ორგანიზებაში დაეხმარება. ეს იყო თავდაცვის მინისტრების ბოლო შეხვედრა ნატოს ვარშავის სამიტის წინ, რომელიც ივლისის დასაწყისში გაიმართება.„ჩვენ არ ვესწრაფვით რუსეთთან კონფრონტაციას და არ გვსურს ახალი ცივი ომი. შევეცდებით რუსეთთან უფრო მეტად კონსტრუქციულ და თანამშრომლობაზე დამყარებულ ურთიერთობას მივაღწიოთ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

XS
SM
MD
LG