Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: რუსეთი სისტემატურად არღვევს ზავს უკრაინაში


ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი სისტემატურად არღვევს საერთაშორისო მხარდაჭერით მიღწეულ ზავს უკრაინაში. სტოლტენებერგმა ბრიუსელში ნატო-უკრაინის კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა ასევე, რომ თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ უკრაინის "მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტზე", რომელიც ითვალისწინებს კონსულტაციისა და დახმარების გაწევას, უფრო ეფექტიანი თავდაცვისა და უშიშროების სტრუქტურების შესაქმნელად და მათზე სამოქალაქო კონტროლის გასაძლიერებლად. „რუსეთი განაგრძობს სეპარატისტების მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით: მხარდაჭერას უწევს აღჭურვილობით, იარაღით, სხვადასხვა სახის რჩევებითა და კონსულტაციით. ამას გარდა, რუსეთი თავს უყრის ჯარებს უკრაინის საზღვართან და კვლავაც ეხმარება უშუალოდ სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში. ამდენად, ეს არის მიზეზი, რომლის გამოც კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად სცეს პატივი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვრენიტეტს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ევროკავშირის ლიდერებმა მიმდინარე თვეში უნდა გადაწყვიტონ, გაგრძელდება თუ არა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გამო დაწესებული სანქციები.

XS
SM
MD
LG