Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი განიხილავს კომპანია „როსნეფტის“ აქციების გაყიდვის საკითხს


რუსეთი განიხილავს სახელმწიფო ნავთობკომპანია "როსნეფტის" აქციების თითქმის 20%-ის „სტრატეგიული ინვესტორებისათვის“ კერძო ტრანსაქციის გზით მიყიდვის საკითხს, რათა თავი აარიდოს ფულის შოვნას აქციების საჯაროდ შეთავაზების მეშვეობით. ამის შესახებ "როსნეფტის" აღმასრულებელმა დირექტორმა, იგორ სეჩინმა, განაცხადა 14 ივნისს იტალიის მედიასთან (გაზეთი „ილ სოლე 24 ორე“) ინტერვიუში. სეჩინის თქმით, ნავთობკომპანია სათანადოდ არ არის შეფასებული გლობალურ ბაზრებზე, რუსეთის ამჟამინდელი დასუსტებული ეკონომიკის, ნავთობის გაიაფებისა და დასავლეთის ეკონომიკური სანქციების გამო. რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო იმედოვნებს, რომ "როსნეფტის" აქციების 19,5%- პროცენტის პრივატიზებით, იშოვის 700 მილიარდამდე რუბლს (10,5 მილიარდ დოლარს) რუსეთის ბიუჯეტში დეფიციტის შევსების ხელშესაწყობად.

XS
SM
MD
LG