Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქტ-პეტერბურგში გაიმართება აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა


რუსეთი აცხადებს, რომ 20 ივნისს სანქტ-პეტერბურგში გაიმართება აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების, ილჰამ ალიევისა და სერჟ სარქსიანის შეხვედრა, რომელსაც მათი რუსი კოლეგა, ვლადიმირ პუტინი უმასპინძლებს. კრემლის მრჩევლის, იური უშაკოვის განმარტებით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებით, „რუსეთი აგრძელებს თავისი, როგორც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში შუამავალი მხარის როლის“ შესრულებას. სარქსიანი და ალიევი გასულ თვეში ვენაში შეხვდნენ ერთმანეთს მას შემდეგ, რაც აპრილის დასაწყისში მიღწეულმა შეთანხმებამ ბოლო მოუღო ოთხდღიან შეიარაღებულ დაპირისპირებას მთიან ყარაბაღში და მის მახლობლად. მთიანი ყარაბაღის გამო უკვე ათწლეულებია, გრძელდება კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. სომხეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა 1990-ანი წლების დასაწყისში კონტროლი დაამყარეს აზერბაიჯანის კუთვნილ და, უმეტესწილად, ეთნიკური სომხებით დასახლებულ რეგიონზე. კონფლიქტმა 30 ათასამდე ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG