Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: "ძალიან დაბალია საფრთხე", რომ ოლიმპიადა დააჩქარებს "ზიკას" გავრცელებას


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, „ძალიან დაბალია საფრთხე“, რომ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადა დააჩქარებს მსოფლიოში ვირუს „ზიკას“ გავრცელებას. გაეროს ჯანდაცვის უწყებამ სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ ძალაში დატოვა ადრე გაცემული რეგომენდაცია, რომ მხოლოდ ორსულმა ქალებმა უნდა აარიდონ თავი წლევანდელი აგვისტოს ოლიმპიურ თამაშებს ბრაზილიაში, რომელიც „ზიკას“ გავრცელების ეპიცენტრად ითვლება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თებერვალში გამოაცხადა გლობალურ საფრთხედ ვირუს „ზიკას“ გავრცელება. უმრავლეს შემთხვევაში, ეს ვირუსი, რომელიც კოღოს გადააქვს, მსუბუქ სიმპტომებს იწვევს, მაგრამ „ზიკამ“ შესაძლოა ახალშობილებში ტვინის თანდაყოლილი დეფექტები და ნევროლოგიური პრობლემებიც გამოიწვიოს. მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებების რამდენიმე წარმომადგენელმა გამოთქვა შეშფოთება ოლიმპიური თამაშების რიო-დე-ჟანეიროში ჩატარების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ კიდევ ერთხელ შეისწავლის ამ საკითხს.

XS
SM
MD
LG