Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ეწვია გერმანიას


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტით ეწვია გერმანიას. დღესვე გაიმართება კვირიკაშვილის შეხვედრა გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეები განიხილავენ საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს, ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის საკითხებს. შეხვედრის შემდეგ კვირიკაშვილი და მერკელი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. დაგეგმილია, აგრეთვე, კვირიკაშვილის შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, ბუნდესტაგის პრეზიდენტთან ნორბერტ ლამერტთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის საჯარო გამოსვლები ფრიდრიხ ებერტის ფონდსა და ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტში. გერმანიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი.

XS
SM
MD
LG