Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელჩის თქმით, კრიმინალური ჯგუფების საქმიანობა არ უკავშირდება უვიზო მიმოსვლის საკითხს


გერმანიაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია იმედოვნებს, რომ ბერლინში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტისას მკაფიოდ წარმოჩინდება სავიზო ლიბერალიზაციის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა. „საქართველო-გერმანიის ურთიერთობა ბოლო წლებში განსაკუთრებული დინამიკით გამოირჩევა, ჩვენ ყველა საკითხში გვაქვს გერმანიის სრული მხარდაჭერა, მათ შორის, სავიზო ლიბერალიზაციის საკითხში და იმედი მაქვს, რომ შეხვედრების დროს ეს კიდევ უფრო აშკარად გაჟღერდება ჩვენი მოსახლეობისთვის“, უთხრა ჭანტურიამ ჟურნალისტებს. რაც შეეხება გერმანიაში მოქმედ ქართველთა კრიმინალური ჯგუფების პრობლემას, ჭანტურიას თქმით, ეს პრობლემა, მართლაც არსებობს, თუმცა, არ უკავშირდება სავიზო ლიბერალიზაციის საკითხს. ელჩის განცხადებით, გერმანია-საქართველოს საპოლიციო თანამშრომლობა მაღალ დონეზე მიმდინარეობს და უკვე წელიწადზე მეტია, საქართველოს საელჩოში შექმნილია პოლიციის ატაშეს თანამდებობა.

XS
SM
MD
LG