Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში გრძელდება საერთაშორისო დისკუსიის 36-ე რაუნდი


ჟენევაში გრძელდება უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის 36-ე რაუნდი. თბილისის დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა. დელეგაციის წევრის, შერიგებისა და სამოქალაქაო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, დღის წესრიგის მთავარი თემებია 19 მაისს, სოფელ ხურჩაში აფხაზი მესაზღვრის მიერ გალიდან დევნილი გიგა ოთხოზორიას მკვლელობა, საოკუპაციო ხაზთან „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება და მოქალაქეთა უკანონოდ დაკავების ფაქტები. „ცენტრალურ საკითხად რჩება დევნილთა დაბრუნება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით გალის რაიონში, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები“, განაცხადა ციხელაშვილმა. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს პარტნიორთა მხარდაჭერის მობილიზებისთვის, რათა გალის რაიონში მცხოვრებ ქართველ მოსწავლეებს საშუალება ჰქონდეთ, განათლება მშობლიურ ენაზე მიიღონ.

XS
SM
MD
LG