Accessibility links

logo-print

ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე დაძაბული ვითარებაა


ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე დაძაბული ვითარებაა მას შემდეგ, რაც 14 ივნისს გარდაიცვალა საზღვარზე შეტაკების დროს დაჭრილი პაკისტანელი ოფიცერი. ამით ხუთამდე გაიზარდა თორხამის სასაზღვრო საგუშაგოსთან სროლის შედეგად დაღუპულების რიცხვი. მათ შორის სამი ავღანელი ჯარისკაცია. ორივე მხარეს დაიჭრა 18 ადამიანი. პაკისტანი და ავღანეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ ძალადობაში, რომლის გამოც საჭირო გახდა 12 ივნისის თორხამში საზღვრის ჩაკეტვა. ავღანეთი არ ცნობს ამჟამად არსებული საზღვრის, ე.წ. დურანდის ხაზის, ლეგიტიმურობას და გმობს პაკისტანის გადაწყვეტილებას საზღვრის გასწვრივ კედლის აშენების შესახებ. ორივე მხარე საზღვრებთან თავს უყრის სამხედრო ძალებს.

XS
SM
MD
LG